მრავალმხრივი ხელმოწერა
რამდენიმე ხელმომწერი და განსაზღვრული თანმიმდევრობა.
Digital Signature
გააგზავნეთ დოკუმენტები შიდა და გარე ხელმომწერებთან და აკონტროლეთ სტატუსი.
გაგზავნიდან ხელმოწერამდე
სრული Audit Trail
ნებისმიერი მოწყობილობიდან
დოკუმენტის ხელმოწერა ყველაზე ხშირად სწორედ იქ ჩერდება, სადაც ყველაფერი უკვე შეთანხმებულია: ხელმომწერი სხვა ქალაქშია, ორიგინალი კურიერს სჭირდება, კონტრაგენტი კი პასუხს კვირაში ერთხელ სცემს. ელექტრონული ხელმოწერა ამ ეტაპს წუთებამდე ამცირებს.
UniDocs-ში დოკუმენტი იგზავნება ხელმომწერთა განსაზღვრული თანმიმდევრობით, თითოეული ნაბიჯი ფიქსირდება — ვინ გახსნა, ვინ მოაწერა ხელი, ვინ დააბრუნა შენიშვნით — და საბოლოო ხელმოწერილი ვერსია ცალკე, უცვლელ ფაილად ინახება.
შესაძლებლობები
რამდენიმე ხელმომწერი და განსაზღვრული თანმიმდევრობა.
დამატებითი უსაფრთხოების და იდენტიფიკაციის მეთოდები.
ნახეთ ვინ გახსნა, მოაწერა ხელი ან დააბრუნა დოკუმენტი.
საბოლოო ხელმოწერილი ვერსია და სრული Audit Trail.
Workflow
FAQ
ბარათის წამკითხველი, ბარათის PIN-კოდი და კომპიუტერზე დაინსტალირებული UniDocs-ის ხელმოწერის სერვისი — ის უფასოა და პირდაპირ სისტემიდან ჩამოიტვირთება. ხელმოწერა თქვენს კომპიუტერზე სრულდება; ბარათი და PIN სერვერზე არასოდეს იგზავნება.
კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას, რომელიც პირადობის ელექტრონული მოწმობით სრულდება, საქართველოს კანონმდებლობით პირადი ხელმოწერის თანაბარი ძალა აქვს. კონკრეტული დოკუმენტისთვის საჭირო ხელმოწერის ტიპი თქვენს იურისტთან უნდა დაზუსტდეს.
დიახ. კონტრაგენტი იღებს ბმულს ელფოსტაზე, გაეცნობა დოკუმენტს და იქვე აწერს ხელს ან აბრუნებს შენიშვნით — ანგარიშის შექმნის გარეშე.
ვერ იპოვეთ პასუხი? დაგვიკავშირდით ან იხილეთ დახმარების ცენტრი.
ერთიანი ეკოსისტემა