დოკუმენტის სკანერი
კამერა კიდეებს ავტომატურად ამოიცნობს, ასწორებს პერსპექტივას და ინახავს PDF-ად.
UniDocs Mobile არის ვებპლატფორმის გაგრძელება თქვენს ტელეფონში: დაასკანერეთ დოკუმენტი კამერით, ამოიცანით ტექსტი და მიჰყევით პროცესს — იმავე ანგარიშით და იმავე მონაცემებზე.
აპლიკაცია მუშაობს არსებული UniDocs ანგარიშით — ცალკე რეგისტრაცია საჭირო არ არის.
შედით იმავე ანგარიშით, რომლითაც ვებპლატფორმას იყენებთ
ტელეფონში დასკანერებული დოკუმენტი მაშინვე ვებზეც
დოკუმენტები დაშიფრულია მოწყობილობასა და სერვერს შორის
შესაძლებლობები
მობილური აპლიკაცია ფარავს იმ ნაწილს, სადაც ტელეფონი ვებზე უკეთესია — ქაღალდის ციფრულად გადაქცევას და პროცესზე სწრაფ რეაგირებას.
კამერა კიდეებს ავტომატურად ამოიცნობს, ასწორებს პერსპექტივას და ინახავს PDF-ად.
ამოიცანით ტექსტი ფოტოდან ან სკანიდან, ქართულის ჩათვლით, და მოძებნეთ შიგთავსით.
დასკანერებული ფაილები ერთ საცავში, ვებპლატფორმასთან სინქრონულად.
ვინ, რა და როდის — ყველა მოქმედება ქრონოლოგიურად, ავტორითა და დროით.
FaceID ან თითის ანაბეჭდი აპლიკაციაში შესვლისას — მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაშიც.
ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარება, ინვოისები და კორესპონდენცია — ერთი ეკრანიდან.
ეკრანები
უსაფრთხოება
აპლიკაცია იმავე დაცვის წესებს იყენებს, რასაც ვებპლატფორმა: თქვენ ხედავთ მხოლოდ იმას, რაზეც უფლება გაქვთ, და ყველა მოქმედება აუდიტის ისტორიაში ილექება.
UniDocs-ის უსაფრთხოება →დოკუმენტები იშიფრება მოწყობილობასა და სერვერს შორის — AES-256
FaceID ან თითის ანაბეჭდი აპლიკაციაში შესვლისას
როლები და უფლებები ვებანგარიშიდან მოქმედებს
მობილურიდან შესრულებული მოქმედებაც ისტორიაშია
მობილური აპლიკაცია UniDocs-ის ვებპლატფორმის ნაწილია. თუ ანგარიში ჯერ არ გაქვთ, დაგეგმეთ დემო — და გაჩვენებთ, როგორ მოერგება სისტემა თქვენს პროცესებს.