მასალები პრესისა და პარტნიორებისთვის
ლოგო, ბრენდის ფერები, ოფიციალური აღწერა და ფაქტები — თავისუფლად გამოსაყენებლად. წინასწარი შეთანხმება საჭირო არ არის.
ოფიციალური აღწერა
გამოიყენეთ უცვლელად — ასე სახელი და აღწერა ყველგან ერთნაირად დარჩება.
მოკლე (ერთი წინადადება)
UniDocs არის ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და საქმისწარმოების ქართული სისტემა, რომელიც ერთ პლატფორმაზე აერთიანებს ხელშეკრულებებს, კორესპონდენციას, ელექტრონულ ხელმოწერას, აქტებს, ინვოისებსა და დოკუმენტების არქივს.
სრული (აბზაცი)
UniDocs არის ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და საქმისწარმოების სისტემა, შექმნილი ქართული ორგანიზაციებისთვის. ის მართავს დოკუმენტის სრულ ციკლს — რეგისტრაციიდან ვიზირების, ელექტრონული ხელმოწერის, შესრულების კონტროლისა და არქივირების ჩათვლით. სისტემა მუშაობს ღრუბელში, ინტერფეისი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხელმოწერა კი შესაძლებელია პირადობის ელექტრონული მოწმობით. თითოეულ ორგანიზაციას აქვს ფიზიკურად ცალკე მონაცემთა ბაზა და იზოლირებული ფაილსაცავი. პროდუქტს ავითარებს SquadIT.
English
UniDocs is a Georgian electronic document management and records system. It covers a document's full lifecycle — registration, approval routing, electronic signature, performance tracking and archiving — in one cloud platform. The interface is available in Georgian and English, and documents can be signed with a Georgian electronic ID card. Each organisation runs on a physically separate database and an isolated file store. UniDocs is built by SquadIT.
ლოგო
ნუ შეცვლით პროპორციებს, ფერებს და ნუ დაამატებთ ეფექტებს. ლოგოს გარშემო დატოვეთ თავისუფალი სივრცე მისი სიმაღლის მინიმუმ ნახევრის ტოლი.
ფერები
ძირითადი (Navy)
#0b355a
აქცენტი (Orange)
#f3a154
ფონი (Ice)
#f5f8fc
ფაქტები
- პროდუქტის სახელი
- UniDocs (იწერება ერთ სიტყვად, დიდი U და D)
- რას აკეთებს
- ელექტრონული დოკუმენტბრუნვა და საქმისწარმოება
- მოდულები
- ხელშეკრულებები, კორესპონდენცია, ელექტრონული ხელმოწერა, საქმისწარმოება, დავალებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები, არქივი, Unio AI
- ენები
- ქართული და ინგლისური
- ხელმოწერა
- პირადობის ელექტრონული მოწმობით და დისტანციურად
- ინტეგრაციები
- RS.ge (ინვოისები და ზედნადებები), Google Drive
- განთავსება
- ღრუბელი; თითოეული ორგანიზაცია ცალკე მონაცემთა ბაზაზე
- დეველოპერი
- SquadIT — squadit.ge
- ვებგვერდი
- unidocs.ge
კონტაქტი მედიისთვის
კომენტარი, ინტერვიუ, დამატებითი მასალა ან პროდუქტის დემონსტრაცია — მოგვწერეთ და დაგიკავშირდებით სამუშაო საათებში.